|
2015-05-08 17:14:40, 6544 ნახვა
კულტურა
თომა ჩაგელიშვილი „ლიბერთი ბანკთან“ პარტნიორობით ახალ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ პატივისცემის და მადლიერების გამოხატვის ნიშნად, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი შეიქმნება, რომელიც მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაეთმობა. დოკუმენტურ ფილმს, სახელმწოდებით „ქართველები მეორე მსოფლიო ომში,“ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი გადაიღებს. „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ლიბერთი ბანკის ინიციატივით შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს იმ უმძიმეს პერიოდს, რაც ქართველმა ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიარეს. ფილმი მთლიანად დაეთმობა ვეტერანების პირად ისტორიებს და განცდებს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახით შემოვუნახავთ მომავალ თაობას. ფილმის გადაღებით, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა და მადლიერება ქართველი ვეტერანების მიმართ. მოხარულნი ვართ, რომ ფილმს გადაიღებს თომა ჩაგელიშვილი, რომლის სახელიც ბევრ საინტერესო დოკუმენტურ ნაწარმოებს უკავშირდება. ლიბერთი ბანკის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა. „მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება. დღეს მაყურებელს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე კადრი ფილმიდან, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ვეტერანების პირადი ისტორიები და ემოციები. ეს კადრები გულგრილს არავის დატოვებს. ჩემის მხრივ, მსურს პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებმაც ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს“, - განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა კადრები ფილმიდან ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკის” facebook-ის გვერდზე www.facebook.com/libertybank.ge
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)