|
2015-05-07 14:13:07, 539 ნახვა
საზოგადოება
დამისამართების პროექტის ფარგლებში გურჯაანში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო
დამისამართების პროექტის ფარგლებში გურჯაანში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე კვირას გურჯაანში დაიწყო, 15 მაისიდან კი იგივე სამუშაოები ქალაქ ქობულეთშიც დაიწყება. ამჟამად პარალელურად მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 13 რაიონულ ქალაქში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ დრომდე სხვადასხვა ქალაქში 348 772 რეგისტრაციის მისამართის დაზუსტება განხორციელდა. ამჟამად გურჯაანის გარდა, მიმდინარეობს შემდეგი ქალაქების დამისამართება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ხაშური, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, საგარეჯო, სამტრედია, სენაკი, თელავი, ზესტაფონი, ზუგდიდი. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო სიების მოწესრიგებასთან. როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დამისამართების პროცესის მოწესრიგება. გამართული სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისამართებზე იდენტიფიცირება გაცილებით გაუადვილდებათ. რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.
დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)