11:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 12:17:21, 323 ნახვა

„თიბისი ბანკმა“ ვიდეოკონკურსის „შენ თვალწინ“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

„თიბისი ბანკის“ მიერ დეკემბრის ბოლოს გამოცხადებული  ვიდეო კონკურისის,  „შენ თვალწინ“ გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ: პირველი ადგილის  ადგილის  მფლობელი  - ნინი ხუროშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი  დაჩი იჩუანიძემ და თეონა სირაძემ   დაიკავეს.

ასევე გამოვლინდა   Facebook-ის ყველაზე მეტი ლაიქების მქონე ვიდეო  და ამ ნომინაციის გამარჯვებული ნიკა ლაბაძე გახდა.

ყველა გამარჯვებულს „თიბისი ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცა.

თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური კონკურისის მიზანი იყო   ვიდეოხელოვნების მიმართულების განვითარება  და  ქართველი არტისტების საინტერესო ნამუშევრების წარმოჩენა,  მასში   მონაწილეობის მიღება ნებისმიერ,  ვიდეოხელოვნებით დაინტერესებულ პირს შეეძლო.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 32 ვიდეო. მათგან გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ  ვატო წერეთელი - თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „CCA“ ხელმძღვანელი,  ანე ლიზ სტენსეტი -ნორვეგიელი ვიდეოხელოვანი და  თამარ კირვალიძე- თიბისი ბანკის მედია კომუნიკაციების და საგარეო ურთიერთობების დირექტორი.

საუკეთესო ვიდეოები რუსთაველის 1-ში, თიბისი ბანკის არტკედელზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics