17:33 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:38:26, 7816 ნახვა

კულტურა
დღეს ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება

SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის  − კეიკო მაცუის  LIVE კონცერტს თბილისში.

კონცერტი დღეს, საღამოს 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი  სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით. მუსიკოსები უკვე თბილისში იმყოფებიან და კონცერტის წინა გენერალურ რეპეტიციას გადიან.

როგორც იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ SOLO-ში სტუმრობისას აღნიშნა:  „დღევანდელ საღამოს მსმენელს ბევრი სიურპრიზი და ძალიან საინტერესო კონცერტი ელის - მე მოხარული, ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მიწევს ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან მუშაობა როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ასევე დღევანდელი კონცერტი იქნება საუკეთესო კოლაბორაცია საქართველოს ეროვნული და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრების, მსმენელს წინ სასიამოვნო საღამო ელის“.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics