|
2015-05-05 11:58:16, 1485 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ თურქეთში სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი დაესწრნენ. სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი. ვიზიტის ფარგლებში გენერალური შტაბის უფროსი საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას IDEF დაესწრება. რიგით მე-12 გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენლობით ღონისძიებას თავდაცვის მინისტრები, შეიარაღებული ძალების მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები სტუმრობენ. საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ და დაათვალიერონ წარმოდგენილი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)