|
2017-11-01 17:49:05, 2260 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლება ვერ მოხდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტოს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ვანო მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. გარდა ამისა, სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომ თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს. "მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. (NS)
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)