|
2015-05-04 11:22:51, 311 ნახვა
თინა ხიდაშელი: იქნება შემთხვევები, როდესაც, შეიძლება, სამხედრო ფორმაში მნახოთ
„იქნება შემთხვევები, როდესაც შეიძლება სამხედრო ფორმაში მნახოთ, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე არ არის“,– ამის შესახემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა უწყებაში მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე შეფასებით, თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს და ჯარს სამოქალაქო სექტორიდან ემსახუროს, თუმცა, ჯარისკაცი არ უნდა გახდეს. ხიდაშელის მთავარი ამოცანაა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ნაწილად გაყოფის პროცესი ბოლომდე მიყვანა. „როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო უცხო არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე ვმუშაობდით, მარგამ ეს მთავარი არ არის. ჩემი ამოცანაა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი , რომელიც საქართველოლში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილად გაყოფა ბოლომდე მივიყვანო. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტებზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. ამიტომ, იქნება შემთხვევები, როცა მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე არ არის. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ჯარს ემსახუროს სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21–ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად, ვერ ვხედავ პრობლემას, ვერც ჯარისკაცის ფორმაში და ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში. მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)