13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 09:30:53, 2478 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერმინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ.

ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღეს ავითარებენ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემების დარეგულირებას.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics