|
2017-10-26 21:43:42, 1792 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 ოქტომბრის ანონსი
27 ოქტომბერს, 09:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24ა, იუსტიციის სამინისტრო 27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში Impact Hub, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შვედეთის საელჩო საქართველოში, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და IDFI მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. 27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კილომეტრზე (სმარტისა და ვენდისის უკან) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და სასწავლებლის პერსონალი სისხლის უანგარო დონორობის კამპანიაში ჩაერთვებიან. ისინი სისხლს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად გაიღებენ. საკონტაქტო ტელ.: 591 01 82 20 27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფრიდრიხ ნაუმანის ოფისში გაიმართება Journalist’s Breakfast at Freedom-ის მორიგი შეხვედრა, რომლის სტუმარი იქნება დავით უსუფაშვილი. თემა: 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შეჯამება. 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო ტელ.: 599726565 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრა. თემები: ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების (2020 წელი, ტოკიო, იაპონია) საორგანიზაციო საკითხები. მის.: მაჩაბლის ქ. #11. საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე - 599 58 00 01 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდება. მის.: კოსტავას ქ. #14, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვეულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს. 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარი „წლის საუკეთესო ნამუშევრის“ ნომინაციაზე წარდგება. მის.: კ. ქუთათელაძის №6 (შანხაი) საკონტაქო პირი დავით ბაძაღუა - 577 092120 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მის.: საქართველოს ეროვნული კონსერვატორია, დიდი დარბაზი. საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე - 599 704 152
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)