03:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 11:39:54, 430 ნახვა

ევროპის მოედანზე დღეს საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება

თბილისში ევროპის მოედანზე დღეს საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება. მერიის ინფორმაციით,  კონცერტი 10:00 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებებიც.
მერიის ინფორმაციით, ველო მარათონი - 25 დეკემბრიდან დაიწყო და 30 დეკემბრის ჩათვლით გასტანს: თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ველოსიპედებით მოივლიან ქალაქის გარეუბნებს და ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებენ.
ჰოკეი - 29 დეკემბერს დაიწყო და  7იანვრის ჩათვლით გასტანს: ყოველდღე რიყის პარკში 13,14, და 15 საათზე  თამაშს გამართავენ.
ფიგურული სრიალი - რიყის პარკში 7იანვრის ჩათვლით,  წარმოდგენებს გამართავენ 12, 15 და 17 საათზე, ხოლო დანარჩენ დროს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ ყინულის მოედნით ისარგებლონ;
პარკური - რიყის პარკში  7 იანვრის ჩათვლით გაგრძლდება.  წარმოდგენას გამართავენ; 13, 15 და 17 საათზე;
კალათბურთი - 25 დეკემბერს დაიწყო და  7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში ექსტრემალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები „ჩატენვები“-ს შოუს გამართავენ.
ბატუტი - რიყის პარკში  7იანვრის ჩათვლით, სპორტსმენები საჩვენებელ გამოსვლებს გამართავენ.
მხატვრული ტანვარჯიში - რიყის პარკში - 7იანვრის ჩათვლით წარმოდგენები გაიმართება.
სპორტული ტანვარჯიში - რიყის პარკში 7 იანვრის  ჩათვლით წარმოდგენები გაიმართება.
თოვლის ბაბუა და ელფები - 7 იანვრის ჩათვლით  პარკში მოსულ სტუმრებს უმასპინძლებენ.
მხიარული სტარტები - რიყის პარკში  7 იანვრის ჩათვლით  სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყობა, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ  სხადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ.
ილუზიონისტები - რიყის პარკში  7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა წარმოდგენებს გამართავენ.
მოძრაობის თეატრი - რიყის პარკში  31დეკემბერს და 1,3,და 7 იანვარს სხვადასხვა სახის წარმოდგენებს გამართავს.
სანტა-კლაუსი და გრინჩი - რიყის პარკში 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა სახის “FLASH MOB”-ს გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics