|
2015-04-30 09:58:48, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში მედია-სემინარში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მედია-სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მედია-სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას. ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ. ამ ტიპის სემინარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პირველად ჩატარდა. შსს-ს მიერ ჩატარებული მედია-სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ჟურნალისტის დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხები. ასევე ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოებიც. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ინსპექტორი ივანე ხაჟალია და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო საგინაშვილი. სემინარზე ჟურნალისტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო თემებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე „სწავლება შსს-ს აკადემიაში“. პრეზენტაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული და აკადემიური სწავლებები შსს-ს აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მიღების პროცედურები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა. მედია-სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მსმენელების მოწყობაში, დაათვალიერეს აკადემია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, რეალურ და ვირტუალურ ტირებში წარედგინათ პრეზენტაცია იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, ხოლო კრიმინალისტიკურ კაბინეტში ისინი დაესწრნენ შემთხვევის ადგილის იმიტირებულ სცენას. სტუმრებისთვის სპეციალურად ჩატარდა ტაქტიკური უნარების საჩვენებელი გათამაშება. ჟურნალისტებმა სამაგისტრო პროგრამის მსმენელების საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერეს, სხვადასხვა სახის ტესტირებასა და ლექციებს დაესწრნენ. ჟურნალისტებისთვის ასევე მოეწყო შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



