|
2015-04-29 18:41:25, 618 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის თემებთან დაკავშირებით 47–ე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) თემებთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. დღეს, აღნიშნულმა ფონდმა 47–ე საჯარო სკოლაში მე–9 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადამიანით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი. ამ მიზნით ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სკოლებში უფროს კლასელებთან და პედაგოგებთან საიფორმაციო შეხვედრებს", – აღნიშნა ირაკლი ჭყონიამ. 47–ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლიკა ჩხაიძის განცხადებით, სკოლაში ტრეფიკინგის თემაზე ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს მეტი ინფორმაცია ექნებათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. „ტრეფიკინგის თემას სამოქალაქო განათლების საგანში ცალკე თავი აქვს დათმობილი. ბავშვები ინფორმირებულები არიან, თუმცა, ასეთი ღონისძიების ჩატარება რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რადგან, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლიკა ჩხაიძემ. ცნობისთვის, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრის გამართვას სთავაზობს. ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ფონდი მოუწოდებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 2 100 229.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)