|
2015-04-29 14:33:35, 524 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - გვირილობის დღე ქუთაისში
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია 1912 წლის აპრილში, გვირილობის დღეს ქუთაისში გადაღებული ფოტო. გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის დღე იყო. პირველი გვირილობა 1908 წელს შვედეთში აღინიშნა. რუსეთის იმპერიაში ეს ჩვეულება 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი ავადმყოფების სასარგებლოდ იხარჯებოდა. იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიაში გვირილობის ორგანიზებას საიმპერატორო კარი მფარველობდა, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს დღე აღარ აღინიშნებოდა. თუმცა, მისი ჩანაცვლება, გარკვეულწილად, მოხდა 1922 წლიდან, როდესაც ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამდღიან კამპანიას აწარმოებდა. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)