03:00 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 14:57:49, 754 ნახვა

კობახიძე „გამჭვირვალობის“ ანგარიშზე: ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ საქართველოს პარლამენტის წევრებს

„ამ დასკვნიდან იკითხება აშკარად სულ მცირე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დეპუტატთა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სათანადოდ არ არის შესწავლილი ფაქტები და გარემოებები.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, რომ გამოვეხმაურო ამ საკითხს. საქმე ეხება ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ კერძოდ არ არის შესწავლილი ფაქტები, გარემოებები და ასე, სამწუხაროდ, ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაც ბუნებრივია, არ არის დადებითად შესაფასებელი ქმედება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" საკანონმდებლო ორგანოს იმ წარმომადგენელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს ფლობენ და მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო  სუბიექტებში, ხოლო პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics