|
2017-09-18 14:35:28, 575 ნახვა
ჯეჯელავა სკოლაში პოლიტიკურ აგიტაციაზე: მკაცრად დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან გადაცდომა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. საუბარია სკოლაში პოლიტიკურ აგიტაციაზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ პირველკლასელებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. ჯეჯელავა ამბობს, რომ რეაგირება მკაცრი იქნება: „დროშების მოპოვება რთული არ არის.მთავარია, საიდან აქვთ იდეა, რომ დასაშვებია ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში. ყველა სკოლა გაფრთხილებულია ძალიან მკაცრად და ამ შემთხვევაშიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გავავრცელეთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე და მოსწავლეების მონაწილეობით აბსოლუტურად დაუშვებელია არა მხოლოდ ვიზულაური ნიშნების გამოყენება, არამედ ნებისმიერი აქტივობა არჩევნებთან დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთვევაში ან საქმე გვაქვს დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან, მოკვლევა დავიწყეთ. სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან წესებიდან გადაცდომა.საინტერესო ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს, რომელმაც შექმნა სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა და შესაბამისად, მათ სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ, თუმცა ჩვენი მიღწევა ისაა, რომ სკოლები სრულად არიან თავისუფალი პოლიტიკური პროცესისგან“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)