|
2017-09-15 12:58:33, 1200 ნახვა
სამხედრო
საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილების პირველი დღე სკოლაში
„დღევანდელი დღე შენი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების დასაწყისია... წინ წარმატებისა და წინსვლის უსასრულო გზა გელის, რომელიც შენ გმირი მამის სახელის გასაგრძელებლად ღირსეულად უნდა გაიარო“, - საქართველოს ისტორიის სასაჩუქრე გამოცემას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ასეთი მინაწერი წაუმძღვარა. წიგნები საჩუქრად გადასცეს საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს, რომლებიც წელს სკოლაში პირველად წავიდნენ. წელს პირველკლასელები არიან საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედროების შვილები - გიორგი კვიწინაძე, ანამარია ნარინდოშვილი, ზაქრო ბერიძე და ანა შოშიაშვილი. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, პირველკლასელობის გარდა, მათ საქართველოს ისტორია აერთიანებთ. დღეს პირველკასელები სკოლებში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე სკოლაში პირადად მიიყვანა. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა. თავდაცვის მინისტრმა პირველკლასელი გიორგი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ავღანეთში 2013 წელს სათვალთვალთვალო პუნქტ „ორბზე“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული რიგითის, მიხეილ ნარინდოშვილის შვილი - ანამარია თბილისის №48 საჯარო სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძის თანხლებით მივიდა. ქუთაისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედს“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი პირველკლასელ ზაქრო ბერიძესთან ერთად ესტუმრა. პატარა ზაქროს მამა - უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე 2011 წელს სამშვიდობო მისიის შესრულებისას კომბინირებული პატრულირების დროს დაიღუპა. პირველკლასელია კაპრალ ემზარ შოშიაშვილის შვილი - ანა, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გორის №5 საჯარო სკოლაში მიიყვანა. ანა შოშიაშვილის მამა 2011 წელს სასწავლო ცენტრ კრწანისში სწავლების დროს დაიღუპა. (NS)
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)