|
2017-09-13 06:30:22, 731 ნახვა
უკრაინამ შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირება არ განახორციელოს, ვიდრე საქართველოში სასამართლო მის საქმეებზე განაჩენს არ გამოაცხადებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილის დენის ჩერნიშოვის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ განახორციელოს, ვიდრე საქართველოში სასამართლო მის საქმეებზე განაჩენს არ გამოაცხადებს, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. "უკრაინაში ჯერ არაფერი მომხდარა, სააკაშვილის საზღვარზე გადასვლის გარდა. ის დოკუმენტები, რომლებიც მივიღეთ ჩვენ და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განიხილება. ეს ექსტრადირების განხორციელების მორიგი ეტაპი არ არის და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. აი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უკვე რომ გაესამართლებინათ იმ მუხლებით, რომლებიც პრესკონფერენციაზე ჩემმა კოლეგამ, ბატონმა პეტუხოვმა (იუსტიციის მინისტრის მოადგილემ) დაასახელა, მაშინ ეს იქნებოდა იუსტიციის სამინისტროს ნაწილობრივი პრეროგატივა“, - განაცხადა დენის ჩერნიშოვმა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას, არ გადასცეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩერნიშოვმა დადებითად უპასუხა. ცნობისთვის, 8 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის ექტსრადირების მოთხოვნის მიღება. ამასთან, იგივე მოთხოვნა უკრაინამ 2015 წელსაც მიიღო, თუმცა სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მაშინ უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნიან.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)