16:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 05:15:16, 632 ნახვა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
 
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს OSCE/ODIHR-თან, რომელიც მრავალი წელია სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.
 
აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, ქართულმა მხარემ  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics