16:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 03:39:14, 553 ნახვა

ხუროთმოძღვრების ძეგლის პარხალის სარეაბილიტაციო სამუშაოებში პირველად ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

16 სექტემბრიდან  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება,-ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  რეაბილიტაციის პროცესში პირველად ოფიციალურად ჩაერთვებიან  ქართველი სპეციალისტები.

"ტაო-კლარჯეთში, ქოქეთში იმყოფებოდა კულტურის მინისტრი. 16 სექტემბრიდან დაიწყება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის სარეაბილიტაციო სამუშაოები და პირველად, ოფიციალურად ჩაერთვებიან ქართველი სპეციალისტები. ესენი იქნებიან სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ პირვანდელი იერსახე იქნას შენარჩუნებული მონასტრისთვის და მივესალმებით ამ ფაქტს. ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი",- განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics