|
2015-04-27 17:24:08, 676 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ხვალ სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-XI ჯგუფის 8 მსმენელს სერტიფიკატებს გადასცემენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - მამუკა ახვლედიანი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-XI ჯგუფის 8 მსმენელმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა 10 თვიანი სასწავლო პროგრამა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სრული სასწავლო კურსის ვადა განისაზღვრა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა 10 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასემინარო მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის დამამთავრებელი გამოცდა. მათი მონაცემები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შეტანილია მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)