|
2017-09-01 05:49:10, 585 ნახვა
სამტრედიის საარჩევნო ოლქში „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლები შეიჭრნენ
სამტრედიის საარჩევნო ოლქის შენობაში "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლები შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცლეებს. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიის წარმომადგენლები ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. "ექსპრესნიუსი" ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დღეს, 11:47 საათზე, შეხვედრების დარბაზის კარი (კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია და აღნიშნული დარბაზი ოლქის მიერ გამოიყენება მხოლოდ საგანმანათლებლო-სასწავლო შეხვედრებისთვის) ძალადობრივად გააღეს და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მისი თანხმლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები; მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს. ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებას. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ, კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა", - ნათქვამია განცხადებაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)