18:34 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 07:11:06, 487 ნახვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მორიგი ფაქტი - ასპინძის მოქმედი გამგებელი მხილებულია

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს ლევან ცაბაძე ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

კერძოდ, 30 აგვისტოს, მოქმედმა გამგებელმა, ლევან ცაბაძემ (მოცემულ მომენტისათვის ლევან ცაბაძე საინიციატივო ჯგუფიდან იყრის კენჭს), ააიპი-ების ხელმძღვანელებს ჩაუტარა თათბირი და განუცხადა, რომ ააიპი-ების ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან: ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) უნდა მივიდეს შტაბში და მოაწეროს ხელი ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში.

ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად შეხვდა და გაესაუბრა მოწმეებს, რომლებმაც ეს ინფორმაციას დაადასტურეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia, რათა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და დამრღვევ პირთა მიმართ გაატაროს დროული და ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისათვის.

ასევე მრავალეროვანი საქართელო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

#არჩევნები2017 #ვაკვირდებით #Elections2017 #WeObserve #PMMG

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics