|
2017-08-31 05:47:07, 564 ნახვა
საჯარო რეესტრი საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას ახორციელებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიის აეროგადაღებებს აგრძელებს. რეესტრის ინფორმაციით, ამჟამად აეროგადაღება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) დახმარებით, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" ფარგლებში ახორციელებს. „გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის აეროფოტოგადაღება ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. აეროგადაღებით მიღებული ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონაცემები საკუთრების უფლებების დაცვას, მიწის მართვის გაუმჯობესებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების სწორად დაგეგმვას შეუწყობს ხელს. ახალ მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს მოამზადებს, რომელსაც მრავალი დანიშნულებით, მათ შორის: კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ასევე, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად გამოიყენებს. „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს. ამ დროისათვის აეროგადაღებებითი სამუშაოების 80%-მდეა დასრულებული. საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრი საქართველო–სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას გეგმავს“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)