|
2017-08-31 05:39:06, 542 ნახვა
„რესპუბლიკური პარტია“ დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
„რესპუბლიკური პარტია“ დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, შეშფოთებას გამოთქვამს. მათი შეფასებით, დემირელის სკოლისა და მისი დირექტორის, ემრე ჩაბუქის, ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების შთაბეჭდილებას. „მიმდინარე მოვლენების ფონზე სრულიად მიუღებელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არა რის პირველი შემთხვევა, რადგან 2017 წლის დასაწყისში ავტორიზაცია შეუჩერეს დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს ე.წ. „შაჰინის“ სკოლას. ამ ფაქტს წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ სკოლა ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით. პარალელურად: ა) გრძელდება სამართლებრივი დავა სკოლის დირექტორის, ემრე ჩაბუქისათვის, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მიერ უარის თქმის თაობაზე; ბ)საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს ამავე სკოლის მფლობელს (60%), გერმანიის მოქალაქე ჯიჰა რაქინს. რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასე თანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად მიღებული გადაწყვეტილებები ეჭქვეშ აყენებს მისი ყველა შტოს, პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც უცილობლად გამოიღებს მძიმე შედეგებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით“,-ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.
რატომ დაიხურა დემირელის სახელობის კოლეჯი
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)