17:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 04:39:20, 532 ნახვა

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 29-ე ბენეფიციარი ჰყავს - სოფელ ომალოში, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, 24 ნომრიანი სასტუმრო  გაიხსნება. 

აღსანიშნავია, რომ შპს „ნაბადი“ 2 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, საიდანაც ტურისტებსა თუ ადგილობრივ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თუშეთის ბუნება. 24 ნომრიანი სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი, ამასთანავე, ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება თუშეთის სხვადასხვა სოფლების და ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება თუშურ ყოფა-ცხოვრებასთან და ტრადიციებთან, მაგალითად ლუდის მოხარშვა ტრადიციული წესით, ადგილობრივი კერძების მომზადება-დეგუსტაცია, ფოლკლორული საღამოები და სხვა.

ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  550 000 ლარს შეადგენს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics