|
2017-08-31 03:58:25, 620 ნახვა
გასულ წელს საქართველოს სასტუმროები 2.5 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა
საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები გასულ წელს 2,5 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, 34.2% კი - საქართველოდან იყო. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია. ამასთან, საქსტატის ცნობით, წინა წელს 2015 წელთან შედარებით სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% - ით, თურქეთიდან - 70.0% - ით, უკრაინიდან - 41.4%-ით, გერმანიიდან - 27.9%- ით, პოლონეთიდან - 21.6%-ით, აშშ-დან - 19.4% - ით და სომხეთიდან - 11.9% - ით. „საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს სტუმართა დიდი ნაწილი 74.6% რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდა. საქმიანი და პროფესიული მიზნით იყვნენ- 16%, მკურნალობის მიზნით - 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის. რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% - თურქეთზე, 7.4% - უკრაინაზე, 6.8% - ირანზე, 6.3% - ისრაელზე, 3.6% - აზერბაიჯანზე, 3.6% - სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)