|
2017-08-31 01:48:31, 613 ნახვა
თბილისის მერის მოადგილე ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მერის მოადგილემ და გამგებელმა მაღაროს, ხევისუბნისა და ავშნის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, მაღაროს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, საგზაო სამუშაოები გრძლედება ავშნის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღეში მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგება და ამით ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხევისუბნის ქუჩაზეც - გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის პარალელურად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა, ხოლო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს. სამივე ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 067 000 ლარი გამოიყოფა. (NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)