|
2017-08-30 08:22:02, 569 ნახვა
30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ საქართველოში, სხვადასხვა დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, გავიზიაროთ მათი ტკივილი. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოვიძიოთ უგზო-კვლოდ დაკარგული ადამიანები ან მათი ნეშტები, ასევე, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ დაკარგულთა ოჯახებს“, განაცხადა პეტრე კანკავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა , რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, თავის მხრივ, ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება. ღონისძიება ფონდი „მოლოდინის“ და საქართველოში „წითელი ჯვრის“ ინიციატივით გაიმართა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)