16:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 07:53:27, 574 ნახვა

ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, გაიმართება  რიგითმე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ.

ფესტივალმა, რომელიც 2011წლიდან ტარდება, დიდი პოპულარობა მოიპოვა ანიმაციის სამყაროში და ისეთი მაღალი დონის სტუდიების დაფესტივალების დაინტერესება გამოიწვია, როგორებიცაა დრეზდენის,სუზდალის, ლაიფციგის და ანესის ანიმაციის ფესტივალები. 

გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, ნიქოზის მე-7 ფესტივალის მთავარი თემაც გერმანიაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მიიღებენ მონაწილეობას.

სწორედ ამ მიზნით ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, კერძოდ 1 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს გააცნობს პროგრამის მექანიზმებს, რადგან პროგრამა „გადაიღესაქართველოში“ საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიისა და კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთის“ ინიციატივით ტარდება.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართვლოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვედასრულებულია6პროექტი, ხოლო დამატებით ორი ფილმის გადაღება მალე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რვაპროექტის შედეგად საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია13 000 000 ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 1600 ადგილობრივს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics