|
2017-08-30 06:06:03, 608 ნახვა
ბათუმს „ტალიტა კამის დღის ცენტრი“-ს ბენეფიციარები სტუმრობენ
ბერლინის მალტის საზოგადოების პროექტის ფარგლებში 28 აგვისტოდან 01 სექტემბრის ჩათვლით ბათუმს ქალაქ ახალციხის „ტალიტა კამის დღის ცენტრი“-ს ბენეფიციარები სტუმრობენ. დღეს ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა საზაფხულო ბანაკისა და მალტის საზოგადოების საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნენ. სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოში მოხალისეთა საქმიანობის შესახებ ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობა, რაც შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. მალტის საზოგადოება წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც იერუსალემში მე-11 საუკუნეში დაარსდა. ის არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო დაწესებულება. მისი მიზანია მოხუცებულების, შშმ პირების, ლტოლვილების, მომაკვდინებელი დაავადების მქონე ადამიანების დახმარება. მალტის ჰუმანიტარული საზოგადოება გერმანიაში ყველაზე დიდ საქველმოქმედო და სოციალურ სამსახურად ითვლება. 2012 წლის ზაფხულის პერიოდში ბერლინის მალტის საზოგადოების ინიციატივით, გერმანელ და პოლონელ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი საქართველოს ეწვია, რათა აქ გრძელვადიანი პროექტის წამოწყებას ჩაყროდა საფუძველი. შესაბამისად, საზოგადოების ხელშეწყობით ქ. ახალციხეში გაიხსნა დღის ცენტრი Talita Kum, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. დღის ცენტრის თითოეულ შშმ პირზე ერთი მოხალისე ზრუნავს, რაც სტუმარსა და მოხალისეს შორის განსაკუთრებული კავშირის დამყარებას უწყობს ხელს. მოხალისეთა ჯგუფი შედგება 18-დან 28 წლამდე გერმანელი, პოლონელი და ქართველი წევრებისაგან. ჯგუფის წევრებს ეხმარებიან ქართველი მომვლელები, მედდები და სასულიერო პირები. პროექტის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)