16:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 06:03:10, 631 ნახვა

ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო  ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 429 დევნილ ოჯახს გადასცემს. 

აღნიშნული ოჯახების სია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 3737-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 429  ოჯახი შეირჩა.

დევნილი ოჯახები ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. გარდა ამისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით,   ამ ეტაპზე, 21 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი იხურება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.

სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics