|
2017-08-30 05:59:12, 617 ნახვა
მღებრიშვილი: აბასთუმანში სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. "რელიეფი არის ძალიან რთული, მაგრამ მიუხედავად ამისა დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. რაც შეეხება ზოგადად ცეცხლის გადადების საკითხს, რომ სხვა ფართობებსაც არ მოედოს, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სიტუაციას", - განაცხადა მღებრიშვილმა. რაც შეეხება ფართობის დათვლას, მინიტრის განმარტებით, დამწვარი ფართობის დათვლა ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ მოხერხდება. "ფართობი დაითვლება მას შემდეგ როდესაც მოხდება სრული ლიკვიდაცია. ძალიან ძნელია მაგის წინასწარ თქმა, იმიტომ რომ, ხანძრის დროს ხდება ტერიტორიის დაკვამლიანება, შეიძლება ხანძარი იყოს სულ რაღაც 100 კვადრატულზე, მაგრამ დაკვამლიანება იყოს ჰექტრობით. დაველოდოთ სრულ ლიკვიდაციას", - დასძინა შს მინისტრმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)