16:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 05:54:46, 711 ნახვა

საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს

საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა.

პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს.

„საბჭოს წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, მელანი ტეილორისგან მოესმინათ ელიმინაციის ვალიდაციის პროცესის შესახებ პრეზენტაცია და მიეღოთ პროგრამის განხორციელებისთვისქვეყნის მომზადების შესახებ რეკომენდაციები.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის ოფისმა და სტუმარმა ექსპერტებმა ელიმინაციის გეგმის მომზადებისა და მისი განხორციელებისმონიტორინგის პროცესში ჩართულობაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სგგ ინფექციების, მათ შორის სიფილისის სავარაუდო გავრცელების შეფასების შესახებ, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა“,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამისა და გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების შედეგად, წელს აივ ინფექცია/შიდსის ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„რაც შეეხება სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ფაქტს, 2016 წელს, სავარაუდოდ, 13 ინფიცირებული ბავშვი დაიბადა. აღნიშნული მდგომარეობების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების და მათი პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ შეძლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება“,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics