|
2017-08-30 04:35:15, 780 ნახვა
ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საერთაშორისო დღეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიება ბათუმში, ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი პატივსაცემად სიმბოლური მონუმენტი აღიმართა. სკვერში დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები, ნათესავები და მთავრობის წევრები შეიკრიბნენ. 30 აგვისტოს ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერითაა ორგანიზებული. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების იმ შედეგების შესახებ ინფორმირებაა, რაც ოჯახებისთვის ახლობელი ადამიანების გაუჩინარებას მოაქვს. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო ,,ჰილტონში" უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო, შესრულდა მუსიკალური ნომრები.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)