2017-08-30 04:31:02, 605 ნახვა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 55 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.025 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
ავტორი: ,