16:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 04:26:08, 642 ნახვა

აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა  სამსახურმა“ აჭარის მონაკვეთში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სანათი  მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დაასრულა.

სანათ მოწყობილობებზე განათების სიმკვეთრისა და სიმძლავრის მომატების სამუშაოები    ფინური კომპანია „SABIK MARINE”-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა. 

ახალი  სანავიგაციო მოწყობილობებისა  და საშუალებების ინსტალირება
ნათების სიმძლავრის  პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის  შესაბამისად კომპლექსურად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა   უკვე აღჭურვილია შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი  სანავიგაციო მოწყობილობებით.

ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახური შემდგომშიც მუდმივად განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics