|
2017-08-30 03:50:20, 580 ნახვა
BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე “ალტერნატიული ტალღა 2017“ პროექტები შეარჩიეს
BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა. „ალტერნატიულ ტალღა 2017“-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები: 1. მკვლელობები - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები 2. ნინა - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი 3. ოთარის სიკვდილი - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ “სოსო” ბლიაძე 4. პანთეონი - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე 5. სამგლე - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი 6. უხერხემლო - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე 7. ქორწილი ჩემს ქუჩაზე - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია 8. წყნარი მთა - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე სკრიპტ დოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/. კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/. ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი. შეხვედრები სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე - awbiaff@gmail.com ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. (NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)