16:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 03:08:55, 705 ნახვა

წყალტუბოში კენკროვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის მშენებლობა იგეგმება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ესპანურ კომპანიასთან „Invernadero Europeos” ერთად წყალტუბოს რეგიონში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურის მშენებლობას გეგმავს.

სასათბურე მეურნეობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე მოეწყობა და პირველ ეტაპზე კენკროვანი კულტურების მოსაყვანად იქნება გათვლილი. მარწყვის, ჟოლოს და მოცვის გარდა მომავალში ბოსტნეული კულტურების - პომიდვრის, კიტრის და მწვანილის მოყვანაც იგეგმება.

სათბური სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების იქნება და ესპანური ტექნოლოგიების დანერგვასა და კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების ესპანური ჯიშების გამოცდაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ჯიშების გავრცელება კი შემდგომში ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

პირველ ეტაპზე კომპანია „Invernadero Europeos” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და პროექტის დეტალებზე შეთანხმდებიან. სამომავლოდ კი მხარეები საჩითილე სათბურის მშენებლობასაც გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია „Invernadero Europeos” დაბალბიუჯეტიანი სათბურების მშენებლობას უკვე წლებია ახორციელებს გერმანიაში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში და სხვა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics