|
2017-08-30 02:59:15, 715 ნახვა
ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის დამუშავების პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. მათივე ცნობით, მდგომაროება სტაბილურია და ხანძრის ახალი კერები დაფიქსირებული არ არის. "გუშინ საღამოს მეხანძრე-მაშველებმა მთელი ტერიტორია გადაამოწმეს. ღამის განმავლობაში და ამ წუთებშიც უსაფრთხოების მიზნით პატრულირებენ მეხანძრე-მაშველები, სატყეოს თანამშრომლებიც ადგილზე რჩებიან", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. გარდა ამისა, ლიკანში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად მცირე დაკვამლიანება ასევე ლიკვიდირებულია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ტორფის აალების შემდეგ დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობია დამწვარი. მათივე თქმით, მეხანძრე მაშველები ლიკანში ვითარებას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ხანძრის მცირე კერის გაჩენის შედეგად ხეების დიდ ნაწილს ცეცხლი არ წაკიდებია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)