15:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 01:58:22, 698 ნახვა

საარჩევნო სიაში 2 700 000 მოქალაქის დაზუსტებული მონაცემია

29 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უძღვებოდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას დაესწრნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიის წევრებმა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში მოისმინეს, რომელიც პროექტის - „საარჩევნო სიების სრულყოფა 3“ - ფარგლებში გაწეულ საქმიანობას ეხებოდა. პროექტი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების სრულყოფის მიზნით 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შედეგად დღეისათვის სააგენტოს აქვს 2.700.000 მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემი. საარჩევნო სიაში დაზუსტებული და სანდო მონაცემების ასეთი დიდი რაოდენობა იმ აქციების დამსახურებაა, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით რეგულარულად მიმდინარეობს და რომელთა ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასად აიღონ   პირადობის დამადასტურებული დოკუმენტები.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ბოლო კვირის განმავლობაში აქტუალური იყო. უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა როგორც საარჩევნო სუბიექტების ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია  სახელმწიფო უწყებების  რეაგირების შესახებ.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე,  მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების  ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics