|
2017-08-29 10:01:08, 790 ნახვა
თამარ ჟვანია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელ არნოლდ სტეფანიანსა და საარჩევნო პროგრამის კოორდინატორ ირმა ბასილაშვილს შეხვდა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის წილისყრით განაწილების საკითხი იყო. შეხვედრამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცესკოს წერილობით მიმართეს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ წილისყრის პროცედურის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში არ მოახდინოს, რაც, მათი განცხადებით, ხელს შეუწყობს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში. როგორც თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცესკო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების წილისყრით მაქსიმალურად ადრე მინიჭებას. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჩვენ ყველა საკანონმდებლო შესაძლებლობას გამოვიყენებთ რომ თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად ცესკომ არ გამოიყენოს კანონით დადგენილი ბოლო ვადა, და მაქსიმალურად ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს მოვახდინოთ წილისყრით საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების განაწილება. ამის წინასწარი მზაობა ნამდვილად არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ. „იმდენად რამდენადაც საარჩევნო სუბიექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთ ამომრჩევლებს დროულად მიაწოდონ ინფორმაცია თავისი რიგითი ნომრების შესახებ, ასევე მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თანაბარ გარემოში. სწორედ ეს იყო მიზეზი რომ ცესკოსთვის მოგვემართა მოთხოვნით საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების წილისყრით მინიჭებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ბოლო ვადა არ გამოიყენონ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო“,-განაცხადა ირმა ბასილაშვილმა.
(NS)
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)