|
2017-08-29 01:24:55, 553 ნახვა
ზურაბ პატარაძემ კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში, კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის პირველი პირი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა 15სექტემბერს დასრულდება. „გომარდული იქნება 4 სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების გამართვა. უკვე გამართულია წყალმომარაგების სიტემა და ელექტრომომარაგება. მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლო მომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ადგილობრივებთან საუბრისას. აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია: 9,4 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა , 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია , 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, 15,3 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა და 22 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)