14:48 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 09:48:21, 1052 ნახვა

თბილისის ლიგა განახლდა!

26-27 აგვისტოს, ზაფხულის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თბილისის ლიგა განახლდა.

თბილისის უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდა უმაღლესი ლიგის შარშანდელი გამარჯვებული გუნდი „კვარტალი“ და მოყვარულთა თასის მფლობელი „სეუ“. მატჩი მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა.  საბოლოოდ, კაცნაკლულმა „კვარტალმა“ მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2) და ქულა მოიპოვა. დანარჩენ მატჩებში გათამაშების ლიდერებმა დაგეგმილი ქულები აიღეს. ხოლო, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისის უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანმა „ბასკიმ“ 1:0 სძლია „დიდუბეს“ და პირველი გამარჯვება მიითვალა. 

სენსაციურად განახლდა თბილისის პირველი ლიგა. სადაც, ყველასთვის მოულოდნელად, გათამაშების მე-2 ადგილოსანი გუნდი „პლატინუმი“ დამარცხდა „ტაბახმელასთან“, რომელსაც ამ ტურამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა. „პლატინუმის“ წაბორძიკებით ისარგებლა გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა - „დადიანმა“, რომელმაც დაგეგმილი 3 ქულა მიითვალა და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე აწია. საინტერესო გამოდგა თბილისის პირველი ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი მე-4 ადგილზე მყოფ „ქომაგებსა“ და მე-5 ადგილზე მყოფ „არისტოკრატებს“ შორის, რომელიც არისტოკრატების გამარჯვებით დასრულდა და გათამაშების ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა. დანარჩენ მატჩებში ფავორიტებმა დაგეგმული ქულები მიითვალეს. 

თბილისის უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის მომდევნო ტური გაიმართება 02-03 სექტემბერს.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics