14:48 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 05:28:25, 705 ნახვა

კობახიძე: კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების მზადყოფნას, თუმცა ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, გამოვთქვით დიალოგის განახლების სურვილი, თუმცა სამწუხაროდ, ამაზე გაუგებარი პასუხი მივიღეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გამოთქვამს დიალოგის გაგრძელების მზადყოფნას, თუმცა ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„დიალოგის სურვილი იყო ჩვენი ნება და პოზიცია. სამწუხაროდ მივიღეთ გაუგებარი პასუხი. ჩვენ ვითხოვდით მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა პასუხი არ იყო შესაბამისი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე. ძალიან მარტივი კითხვა იყო დასმული -  რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამაზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. თუ იქნება კითხვაზე პასუხი,  მზად ვართ დიალოგისთვის", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics