12:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 02:31:58, 634 ნახვა

პრემიერი სომეხ მეხანძრე-მაშველებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი საქართველოში ქვეყნისთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდნენ და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

,,თქვენ, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ებრძოდით ამ ხანძარს და იბრძოლეთ თავდაუზოგავად და წარმატებულად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის. ვაფასებთ ყველაფერს რაც გააკეთეთ"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ ხალხს, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 65 მეხანძრე-მაშველი გამოაგზავნა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics