2017-08-26 08:26:30, 720 ნახვა
ლონდონში, ხმლით შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცველებს თავს დაესხა
ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან ხმლით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი სამართალდამცველი დაჭრა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
როგორც სააგენტო წერს, სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის თქმით, 26 წლის მამაკაცი ხმლით იყო შეიარაღებული და "ალაჰ აკბარს" ყვიროდა
ავტორი: ,