|
2017-08-26 01:43:48, 679 ნახვა
რუსეთის საგარეო: ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავი გამოიყო, შემდეგ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი დახმარების აუცილებლობა არ იყო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში გაჩენილ ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმულ მოსაზრებებს „არაჯანსაღ ფანტაზიად“ მიიჩნევს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს მომავალში მოხდება. „ჩვენ, გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რაც შეიძლება მალე მოახერხონ ხანძრის ლიკვიდირება. იმათი არაჯანსაღი ფანტაზიების კომენტირება, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიც კი ანტირუსული ინსინუაციების მორიგი მიზეზი ხდება, მიგვაჩნია უსაფუძვლოდ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონზე რუს მეხანძრეებს რუსეთსა და სომხეთში არაერთი მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა, რუსული მხარე მყისიერად გამოეხმაურა თბილისის თხოვნას, ჩართულიყო ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში. ამისთვის გამოყოფილი იყო რუსეთის საგანგებო სამსახურის კუთვნილი თვითმფრინავი ილ-76. თუმცა შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყო, მადლობა გადაგვიხადა და განაცხადა, რომ ჩვენი დახმარების საჭიროება აღარ იყო“, - განაცხადა ზახაროვამ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)