|
2017-08-24 14:12:15, 738 ნახვა
„საქართველოს რკინიგზამ“ გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დამატებითი მატარებელი დანიშნა
26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება. GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 15:00, „ბლექ სი არენას ბაქანზე“ ჩავა 19:15, აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ მსვლელობას გააგრძელებს ქ. ბათუმადე (შესვლა 20:10) ქ. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:00. "ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, ა.წ. 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება „ბლექ სი არენას ბაქანზე“. ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით. (ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით) საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)