|
2017-08-24 14:01:10, 735 ნახვა
პრეზიდენტი: არამხოლოდ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ ყველამ ერთად უნდა დავწეროთ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, კონსტიტუცია ხალხს აერთიანებს. „დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია, ისევე როგორც ჰიმნი, დროშა და გერბი ყველას გვაერთიანებს, ისევე როგორც გვაერთიანებს ჩვენი ეროვნული დევიზი - ,,ძალა ერთობაშია!“ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთიანნი, ჩვენ დღეს დღევანდელი დღის საზეიმო ღონისძიებები გავაუქმეთ, იმიტომ, რომ ვართ ერთიანნი იმ ადამიანებთან, ვინც ხუთი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ებრძვის სტიქიას. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მხოლოდ გასაჭირში, ჩვენ ვართ ერთიანნი ჩვენს მიზნებში და ამიტომაც ვიწოდებით ერად. ამავე დროს ჩვენ განსხვავებულებიც ვართ და ამიტომ საქართველო არის დემოკრატიული. დემოკრატიული საქართველოს მთავარი დოკუმენტი კი, საქართველოს კონსტიტუციაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ქართველმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა კონსტიტუციის ერთად წაკითხვაში. ჩემთვის ძალიან, ემოციურად მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი. მაგრამ ჩვენ არამხოლოდ ყველამ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ. კონსტიტუციის მთავარი არსი და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები ქირაობენ სწორედ ამ კონსტიტუციის მეშვეობით ჩვენს ხელისუფლებას. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ის ტექსტი რომლითაც იწყება კონსტიტუცია, „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, მართლაც განხორციელდეს ჩვენ კონსტიტუციურ დოკუმენტში. ძალა ერთობაშია, კონსტიტუცია ჩვენ გვაერთიანებს, ერთიანობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წინაპირობაა. გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)