11:11 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 13:50:18, 833 ნახვა

ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, რომ დაამშვიდოს საქართველო

შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს მშვიდობა, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სტიქიის ზონაში, საგანგებო შტაბში სტუმრობის დროს განაცხადა. 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში მომხდარი არ არის ეროვნული ტრაგედია, არამედ ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. 

„ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ზოგან ხდება წყალდიდობა, ზოგან ტაიფუნი, ზოგან ქარიშხლები. ჩვენ ეს განსაცდელი მოგვივლინა ღმერთმა. იმედი მაქვს, ღვთის ძალითაა და მადლით ყეალფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორიც - ადრე. ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება. ჩვენთან არს ღმერთი. ამ მოვლენამ ჩვენი ხალხი გაამთლიანა, გააერთიანა და თითქოს ერთმანეთს ამოვუდექით მხარში“, - განაცხადა ილია მეორემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics